Pages

Donnerstag, 10. Juni 2010

Ain't No Sunshine

არ ვიცი, რა გემოვნება უნდა ჰქონდეს ადამიანს, ეს სიმღერა რომ არ უყვარდეს.
დღეს დილიდან მანქანას ვრეცხავდი, თუ ვწმინდავდი, თუ აზრზე მომყავდა... მოკლედ, 10-დან 1-ლამდე 104.3 მქონდა ჩართული, ანუ რადიო სინდიკატი. შეიძლება სწორედ ამის გავლენა იყო, რომ, როგორც კი შემოვედი სახლში, youtube-ზე მოვძებნე სიმღერა aint no sunshine (არადა დღეს ეგ სიმღერა არ მომისმენია). პირველი ამოაგდო ვიდეო ბობ მარლის სურათით, მაგრამ ეს ის არ იყო აშკარად, რაც მე მინდოდა. ააააიიიიი, მეორე ვიდეო კი...

ბილ უითერსის (Bill Withers) შესახებ არაფერი ვიცი. არ ვიცი მისი შემოქმედება, არ ვიცი ბიოგრაფია, არ ვიცი, ცოცხალია თუ არა, არ ვიცი მისი რომელიმე ალბომი მომეწონება, თუ არა... მაგრამ ვიცი ერთი რამ - მან დაწერა სიმღერა, რომელსაც შემიძლია ასჯერ, ათასჯერ მოვუსმინო. მოვუსმინო ყველგან და ყოველთვის: სახლში ან/და სამსახურში კომპიუტერთან მუშაობის დროს, მანქანაში 140 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას; რუსთაველზე მიწისქვეშა გადასასვლელში; მცხეთის გზაზე, ველოსიპედზე შაფლით; ბათუმის გზაზე მოტოციკლეტზე (ასევე, შაფლით); მარშუტკაში, შემთხვევით გადართული რადიოდან (როცა მანქანა გაფუჭებულია და თან წვიმს); ღამით, მეტროში, ახალგაზრდა მგზავრის მობილურიდან...

სულმა წამძლია და გუგლში მოვძებნე ეს სიმღერა (მადლობა გენოს). ვიპოვე ორი თითქოს წვრილმანი, რომელმაც შეავსო ჩემი განწყობა:
1. როცა ეს სიმღერა დაწერა, ბილი უითერსი მუშაობდა მუშად ქარხანაში, რომელიც ბოინგ 747-თვის უნიტაზებს ამზადებდა.
2. ფრაზას I know ბილი იმეორებს 26-ჯერ (რა თქმა უნდა ვენდე სტატიას და არც ვაპირებ დათვლას). იგი აპირებდა ტექსტის დამატებას ამ ადგილას, მაგრამ - "ქარხნის მუშა ვიყავი. იმათ კი მითხრეს ეგრე დამეტოვებინა. ჰოდა, მეც დავტოვე", ასე თქვა ბილიმ.




ჯერჯერობით ტექნიკური მხარდაჭერა - გენო :)

2 Kommentare:

  1. საინტერესოა... ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვიცოდი ის წვრილმანები რაც გიწერია. ისე ქარხანაში მუშაობისას, თანაც უნიტაზებზე , ასეთი კარგი სიმღერის შექმნის იდეა როგორ დაებადა ნეტა? :))

    AntwortenLöschen
  2. ნიჭი, ძამია, ნიჭი :))

    AntwortenLöschen