Pages

Samstag, 19. Juni 2010

რას ვაკეთებ ბოლო ხუთი წუთი

ვუსმენ ჯორჯ ჰარისონის ძალიან მაგარ სიმღერას...

ვუყურებ ტელევიზორს, სადაც გადის ფილმი - კიმ ბესინჯერი, ალეკ ბოლდუინი... ხმა გამორთული მაქვს, არ ვიცი შინაარსი... აჰა, ახალი ფილმი დაიწყო...

ვსვამ კოკა-კოლას, რომელშიც რატომღაც გარეულია არაყი...

ვამოწმებ ფბ-ს, იქნებ ვინმემ რამე მომწერა ან რავიცი კიდევ რა... გენოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უკვე 17 მეგობარი მყავს...

ვწერ სამ წერილს ჩემს ორ უფროსს... ვკითხულობ ხუთს... Viva Outlook...

ვსვამ სპრაიტს, რომელშიც რატომღაც არაყი ურევია...

ვსაუბრობ მობილურით იქით და აქეთ... თუ იქეთ და აქით...

ვიფხან ცხვირს... წვიმის ნიშანია... ოღონდ გარეთ უკვე წვიმს...

ვფიქრობ ჩემს ახალ ბორბლიან (და იმედია არა დორბლიან) ნივთზე, რომელიც ვიყიდე და რომელზე ფიქრიც მავიწყებს ყველაფერს (მაგრამ ვერა საკუთარ თავს) და მიქმნის ილუზიას, რომ სამ კვირაში მივეცემი სრულ თავდავიწყებას...

ვგრძნობ, რომ მთვრალი ვარ, მაგრამ არ ვიცი ეს გუშინდელი სმის შედეგია თუ დღევანდელი მცდელობის პახმელიიდან გამოსვლის...

თხუთმეტი წუთის წინ გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი...
(C) http://www.myspace.com/hugleikur

5 Kommentare:

  1. მამაცი გული დაწყებულა...

    AntwortenLöschen
  2. უსაქმურობისას მეც ფეისბუქს ვარეფრეშებ ხოლმე, იქნება და ვინმეს გავახსენდი ან რამე მოხდა–თქო. ბოლო დროს უკვე ჩვევად მექცა, ყოველ წამს შესვლა ფეისბუქზე და დარეფრეშება :)

    AntwortenLöschen
  3. IF YOU DO NOTHING, DO IT ON FACEBOOK :)))

    AntwortenLöschen
  4. კარგიაა :>
    მომწონს განწყობა :))
    წინა პოსტის რადიო "სინდიკატს" რაც შეეხება ერთადერთი რადიოა (დიახ ერთადერთი) ქართულ რადიოსივრცეში სადაც ყოველთვის გადის გემოვნებიანი მუსიკა :> მიყვარს

    AntwortenLöschen
  5. Vielen Dank, Kiwi!

    ამას წინათ აღმოვაჩინე ერთი რადიო, მგონი 95,9. ძირითადად კლასიკური მუსიკაა, მაგრამ საღამოობით, ხანდახან დილასაც, კარგ ჯაზს უშვებენ ხოლმე:)

    AntwortenLöschen